მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე „ორეშნიკის” ტიპის რაკეტებით იერიშს გეგმავს
კიევში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ მომდევნო 24 საათში სერიოზული საჰაერო თავდასხმა შეიძლება მოხდეს. საელჩო ამერიკის მოქალაქეებს თავშესაფარში ყოფნის მზადყოფნას ურჩევს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ნაბიჯს ასე ხსნის: რუსეთი „ორეშნიკის” ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი შეტევის მოსამზადებელ ფაზაშია.
პუტინმა ამ შეტევის პროვოცირებად ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე უკრაინის დარტყმა დაასახელა — მასში 18 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს „სამაგიეროს გადახდის ვარიანტების” მომზადება დაავალა.
„ორეშნიკი” ჰიპერბგერითი ბალისტიკური სარაკეტო სისტემაა, რომელიც 2024 წელს პირველად იქნა გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ.