ბრაზილიაში ზღვაში გაუჩინარებული 26 წლის ქალი ორი დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
ბრაზილიაში 26 წლის ქალი, რომელიც ჰიდროციკლით გასეირნების დროს ზღვაში გაუჩინარდა, თითქმის ორი დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს.
ბრუნა დამარის სანტა და სილვა რამდენიმე კაცთან ერთად გავიდა ზღვაში. ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი, 28 წლის დიოგო პერეირა ბერნარდინო, დღემდე დაკარგულია. მძებნელებმა ზღვაში პირველ ხანს ვერავინ ნახეს — სამხედრო-საზღვაო ძალებმა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ოპერაციას მეორე დღეს მიუდგნენ. ორშაბათს ბრუნას მიტოვებული ჰიდროციკლი იპოვეს — ის ძებნის არეალს შეამცირა.
სამშაბათ დილით მეთევზეებმა ქალი სანაპიროდან 16 კილომეტრში შეამჩნიეს. ბრუნა სამაშველო ჟილეტით წყალზე მცურავდა და გემს სუსტად უქნევდა ხელს. მეთევზე ალექს კვინტინოს თქმით, ქალი ძალიან დაბნეული იყო, გადარჩენის შემდეგ პირველ რიგში წყალი მოითხოვა.
„საბანი მოვახვიეთ. ხელები და ფეხები წყალში დიდი ხნის ყოფნისგან დანაოჭებული ჰქონდა,” — განაცხადა მეთევზემ.
გადარჩენის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს — ექიმები ამბობენ, მდგომარეობა სტაბილურია. 28 წლის დიოგო ბერნარდინოს ძებნა ნავებითა და ვერტმფრენებით გრძელდება.