ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა სიცილიის სანაპიროსთან ნავთობტანკერი Deliver დააკავა, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართალს არღვევდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ მიმართული ეს ნაბიჯი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის გაგრძელებაა, ევროპელების სიმტკიცესა და ერთიანობაზე მიუთითებს. მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა კრემლმა დაწესებული სანქციების გვერდის ავლით სამხედრო მოქმედებების დაფინანსება ვერ შეძლოს. “ჩრდილოვანი ფლოტი”, Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა “სამხედრო-საზღვაო ფლოტმა სამშაბათს სიცილიის სანაპიროსთან დააკავა ნავთობტანკერი Deliver, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა.ეს ახალი ოპერაცია “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ანალოგიური მისიის შემდეგ განხორციელდა, ევროპელების სიმტკიცეს უსვამს ხაზს.ჩვენ არ მივცემთ ჩრდილოვან ფლოტს სანქციების გვერდის ავლისა და რუსეთის სამხედრო კამპანიის დაფინანსების საშუალებას.ევროპა მოწადინებულია.ის გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას, რათა გაზარდოს რუსეთისთვის ომის ფასი და ხელი შეუწყოს უკრაინაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას”, — დაწერა მაკრონმა.