მსოფლიო
იაპონიაში ცნობილი მაიმუნ პანჩის გალიაში შეჭრილი ამერიკელი ტურისტები დააკავეს
ჩიბას პოლიციამ 24 წლის რიდ ჯანაი დეისუნი და 27 წლის ნილ ჯაბახრი დუანი დააკავა, მას შემდეგ რაც დეისუნი „სმაილის” კოსტიუმში პანჩის გალიაში შეიჭრა — სათამაშოს ჩუქება უნდოდა — ხოლო დუანი ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა.

პანჩი ის მაკაკაა, რომელიც გასულ ივლისში ძლიერი სიცხის პერიოდში მძიმე მშობიარობის შემდეგ დედამ მიატოვა. ბუნებრივი მზრუნველობის გარეშე დარჩენილი მაიმუნის ერთადერთი ნუგეში პლუშის სათამაშო გახდა — სწორედ ამ ამბავმა გახადა პანჩი მსოფლიოში ცნობილი.
ზოოპარკის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს ყველა ცხოველი, პანჩის ჩათვლით, უსაფრთხოდ იყო. ბრალდებულებს ბრალი ზოოპარკის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში წაეყენათ; ამჟამად ზოოპარკი გალიის გამაგრებაზე მუშაობს.