მსოფლიო
ზავის ფონზე 147 საბრძოლო შეტაკება — უკრაინის გენშტაბი ყველაზე ინტენსიურ ბრძოლებს პოკროვსკის მიმართულებაზე ამბობს
სამდღიანი ზავის გამოცხადებული პერიოდის განმავლობაში, 9-10 მაისს, 147 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა — ასეთია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემები. ამ ერთ დღეღამეში რუსეთმა 7 704 კამიკაძე-დრონი გამოიყენა და 2 021 საარტილერიო იერიში მიიტანა.
ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებაზე მიმდინარეობდა, სადაც უკრაინის ძალებმა 28 შტურმი შეაჩერეს. მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის შეფასებით, რუსეთმა ამ ადგილას „დაახლოებით 106 ათასი სამხედრო” მოუყარა თავი.
გულიაიპოლეს მიმართულებაზე 27, კონსტანტინოვკასთან 11 შეტევა განახორციელა. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კონსტანტინოვკა-დრუჟკოვკის ზონაში, სადაც რუსეთი 2025 წლის ოქტომბრიდან ებრძვის, მტერმა მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მიაღწია.