ავსტრიის ყოფილი სპეცაგენტი ეგისტო ოტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს — კავშირი ქართველი ხანგოშვილის მკვლელობასთანაც იკვეთება
ვენის სასამართლომ 20 მაისს ავსტრიის კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს, 63 წლის ეგისტო ოტს, ოთხი წლისა და ერთი თვის პატიმრობა მიუსაჯა — ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში. ოტი ბრალს არ ღებულობს. მისმა ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ოტი მუშაობდა ავსტრიის კონსტიტუციური წესრიგის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალურ სამსახურში (დღეს გაუქმებული). გამოძიების თანახმად, 2015–2020 წლებში ის საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა რუს მზვერავებს და გერმანული კომპანია Wirecard-ის გაბანკროტებულ ყოფილ ტოპ-მენეჯერს, ავსტრიელ იან მარსალეკს — სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტს. მარსალეკი 2020 წელს რუსეთში გაიქცა, საერთაშორისო ძებნაშია. ოტი ინფორმაციას ევროპის ქვეყნების ბაზებიდან ასევე ყავდა — გახიზნულ რუს მოქალაქეებსა და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრებს.
კავშირი ხანგოშვილის მკვლელობასთან
AFP-ი საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ეგისტო ოტი, სავარაუდოდ, 2019 წლის ბერლინის მკვლელობასთანაც არის კავშირში. მსხვერპლი — საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი — ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვი მას „ტერორიზმის” ბრალდებით ეძებდა. 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში ის ვადიმ კრასიკოვმა მოკლა — კრასიკოვი რუსეთის სახელმწიფო მკვლელი აღმოჩნდა, 2021 წელს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2024 წლის აგვისტოში კი 16-კაციანი ციხის გაცვლის ფარგლებში — ოპოზიციონერებისა და დასავლეთის მოქალაქეების სანაცვლოდ — განათავისუფლეს.
ავსტრიის პროკურატურა მოიხსენიებს ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, რომელსაც „ევროკავშირის ტერიტორიაზე მომავალი წარმატებული თავდასხმების სახელმძღვანელო” უწოდა. გამოძიების ვერსიით, ოტმა ხანგოშვილის მკვლელობიდან ორ კვირაში ოპერაციის „წარუმატებლობის” ანალიზი მოამზადა — კომპრომეტაციის მიზეზები, სადაზვერვო მონაცემებზე დაფუძნებული მომავალი ოპერაციების რეკომენდაციებით. პროკურატურა ხაზს უსვამს: ეს დოკუმენტი ავსტრიის ხელისუფლების დავალებით არ ყოფილა მომზადებული.