ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს
ვენესუელას შტატ ლა გუაირაში, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დარჩენილი ნანგრევების გაწმენდის მეექვსე დღეს, იორდანიის სამაშველო ჯგუფმა შენობის ნანგრევებიდან სამი წლის ბიჭი, სახელად კლიბერ მორანი, ამოიყვანა. ვენესუელაში პრეზიდენტმა მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ამის შესახებ Telegram-ზე განაცხადა.
როდრიგესმა პოსტს ბავშვის გადარჩენის ამსახველი ვიდეოც დაურთო.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ოთხშაბათს, 22:04 GMT-ზე, 21.9 კილომეტრის სიღრმეზე, კარაკასიდან დასავლეთით დაახლოებით 170 კილომეტრში მოხდა. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე 39 წამის შემდეგ დაფიქსირდა დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებით.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 1450 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელა “ორმაგი მიწისძვრის” მსხვერპლი გახდა — რას ნიშნავს ეს
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა — დაიღუპა 32, დაშავდა — 700-ზე მეტი, ათასობით დაკარგულია