← მთავარი
მსოფლიო

4-9 ივლისს ირანში მოკლული აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

13 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
4-9 ივლისს ირანში მოკლული აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თებერვალში აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა. 

მოკლულთა შორის იყვნენ ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

მას შემდეგ ირანში ახალ უზენაეს ლიდერად ალის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს, რომელიც, დაზიანებების მიუხედავად, საჰაერო იერიშს გადაურჩა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს IRGC-ის გენერლები იღებენ.

← მთავარი