მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ნატო-ს მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს აშშ ალიანსში დარჩეს
დონალდ ტრამპმა ნატო-ს მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს აშშ ალიანსში დარჩეს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს ლიდერების დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მზად არის მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყენებენ მას.
წყაროს თქმით, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე მოკავშირეებს განუცხადა: “ჩვენ თქვენთან დარჩენა გვსურს“.
ასევე, წყაროს ცნობით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ესპანეთის მიმართ კრიტიკა არ გაუმეორებია და არც გრენლანდიის საკითხის განხილვა ყოფილა.