← მთავარი
მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ათამდე რუსს, მათ შორის ოლიგარქ პოტანინის შვილს

25 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ათამდე რუსს, მათ შორის ოლიგარქ პოტანინის შვილს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები მოუხსნა რუსეთის ათამდე მოქალაქეს, მათ შორის მილიარდერი ოლიგარქის, კომპანია „ნორნიკელის“ თანამფლობელ ვლადიმირ პოტანინის ვაჟს, ივან პოტანინს.თავად ვლადიმირ პოტანინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი, სანქცირებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ.შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა „სოვკომბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მიხაილ კლიუკინსაც და გერმან ბელოუსს, ირინა კრემლიოვას, ვიქტორ ნიკოლაევს და ნადია ჩერკასოვას, რომლებიც, გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, ბანკ „ოტკრიტიეს“ ყოფილი ტოპ-მენეჯერები არიან.თავად ეს ორი რუსული ბანკი აშშ-ის მიერ სანქცირებულია 2022 წლიდან. ამასთან, ბანკი „ოტკრიტიე“ 2025 წლის იანვრიდან გააუქმა მისმა მფლობელმა ბანკმა(ВТБ).

ასევე ნახეთ

რუსული Wildberries-ის „ჯიბის ბანკი“ სანქციების ქვეშ - რა რისკებია საქართველოში?

შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა რუსეთის დროშით მცურავ ორ სატვირთო გემსაც, „ვიაჩესლავ არშინოვს“ და „გენადი ეგოროვს“. ასევე, ორ თურქულ კომპანიას, რომელთა მიმართ ე.წ. მეორადი სანქციები მოქმედებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევისთვის.აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებულ ჩამონათვალს არ ახლავს განმარტება, რამ გამოიწვია სანქციების მოხსნა.

← მთავარი