← მთავარი
მსოფლიო

პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს

28 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან უკრაინის მოწოდებები ბელარუსში განლაგებული რეტრანსლატორების გამორთვის შესახებ “დეტალურად არ განუხილავთ”. 

პუტინის მტკიცებით, ეს განცხადებამ “რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია”, თუმცა ლუკაშენკოს მხრიდან “პანიკას არ იწვევს”, არამედ ის ამას “ძალიან მშვიდად” აღიქვამს. 

ამის შესახებ პუტინმა რეპორტიორ პაველ ზარუბინთან ილაპარაკა.

“ამ შეფასებებს ბელარუსის პრეზიდენტი უნდა აკეთებდეს. ჩვენ ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს. თუმცა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც გვერდიდან ასეთი უხეში შეძახილები ისმის. თუმცა, ეს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მხრიდან არანაირ პანიკას არ იწვევს. ის ამას ძალიან მშვიდად, გაწონასწორებულად, აწონილ-დაწონილად უდგება”. - თქვა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს ვალდაიში შეხვდნენ. პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ზარუბინთან საუბრისას პუტინმა თქვა, რომ ლუკაშენკოსთან განიხილა “ეკონომიკური ხასიათის საკითხები, თანამშრომლობა სხვადასხვა დარგში, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში”. 

ცნობისთვის, ზელენსკიმ 19 ივნისს განაცხადა, რომ მინსკისთვის 1 კვირა საკმარისი იქნება, რათა უკრაინის საზღვრის გასწვრივ განლაგებული რეტრანსლატორები გათიშონ, რომელთა მეშვეობითაც, ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს.

ზელენსკიმ ლუკაშენკოს რეტრანსლატორების გასათიშად 1 კვირა მისცა: “თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ” პარალელურად, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან დევნილმა ოპოზიციამ ვოლოდიმირ ზელენსკის გამაფრთხილებელი ნიშნების სია გადასცა, რომლებიც მიუთითებენ, რომ მინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩასართავად ემზადება.

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს 23 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  თქვა, რომ რუსეთი მზადაა ბელარუსისა და სამოკავშირეო სახელმწიფოს დასაცავად სამოკავშირეო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს.

ლუკაშენკო: სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსი უკრაინისადმი მოწყვლადია, უკვე აქვთ 500 სამიზნე მოგვიანებით, 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ 22 ივნისიდან მუშაობა შეწყვიტა ბელარუსში არსებულმა სისტემებმა, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის მიერ შაჰედის ტიპის დრონებით იერიშების კორექტირებისთვის გამოიყენებოდა.

← მთავარი