← მთავარი
მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებზე უთანხმოების გამო გადადგა

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებზე უთანხმოების გამო გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი თანამდებობიდან გადადგა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. გადადგომის წერილში მან პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ბრალი წაუყენა: „თქვენ ვერ შეძელით, ფინანსთა სამინისტრომ კი არ ისურვა იმ რესურსების გამოყოფა, რაც ერს სჭირდება ქვეყნის დასაცავად მზარდი საფრთხეების ამ პერიოდში”.

Reuters-ის ცნობით, ეს მოულოდნელი გადადგომა კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას სტარმერზე, რომელიც ისედაც ლიდერობისთვის ბრძოლის წინაშე დგას. ადრე ჯანდაცვის მინისტრი ვეს სტრიტინგიც გადადგა, ხოლო ენდი ბერნემი ლიდერობის პრეტენდენტად გამოდის.

ბრიტანეთის თავდაცვის და ფინანსთა სამინისტრო თვეების განმავლობაში მსჯელობდნენ სამხედრო ხარჯების გაზრდაზე. ეს მოლაპარაკებები „ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმის” (DIP) გამოქვეყნებას აჭიანურებდა. სამხედრო ლიდერები ამ გეგმას გადამწყვეტ ინსტრუმენტად მიიჩნევენ მზარდი საფრთხეების — მათ შორის, ბრიტანეთის წყლებში რუსეთის ხშირი შეჭრის — ფონზე.

გდდგომა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ბრიტანეთის მთავრობა ვალების შემცირებას ცდილობს, ხოლო ქვეყნის საგადასახადო ტვირთი ბოლო ათწლეულების მაქსიმალურ ნიშნულს უახლოვდება. სტარმერმა თავდაცვის გეგმის გამოქვეყნება NATO-ს სამიტამდე, 7 ივლისამდე, დაჰპირდა.

← მთავარი