მსოფლიო
ტრამპი: სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ჩინეთი ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Fox News-ს ესაუბრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე. ტრამპის თქმით, სი ძინპინმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ჩინეთი ირანს სამხედრო იარაღს არ მიყიდის.
„ჩინეთი მათ სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. სი ძინპინმა დღეს ეს მკაფიოდ თქვა. ჩინეთი ირანისგან ნავთობის დიდ ნაწილს ყიდულობს — სი ძინპინმა მითხრა, რომ სურთ ამის გაგრძელება,” — განაცხადა ტრამპმა.
ამასთანავე, ტრამპის სიტყვით, სი ძინპინმა მზადყოფნა გამოთქვა, ირანთან მოლაპარაკებებში შუამავლობა გაეწია: „პრეზიდენტ სი ძინპინს სურს შეთანხმების მიღწევა. მან თქვა: თუ შემიძლია რაიმე დახმარება, მინდა, გავაკეთო.”