მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე მუნტეანუს განცხადებით, თანამდებობას ტოვებს.
მუნტეანუს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის ნოემბრიდან იკავებს, გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.
“დღეს ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ვადა იწურება. როგორც კი გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო ჩემი მანდატის შესრულება ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე თანამდებობიდან გადადგომა“, - დაწერა მუნტეანუმ სოციალურ ქსელში.
Reuters-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვევას წარმოადგენს პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მმართველი “პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიისთვის“ (PAS). მოლდოვას საპარლამენტო პროცედურის თანახმად, სანდუ კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ჯგუფებთან და შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს.
62 წლის მუნტეანუ თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც PAS-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.