← მთავარი
მსოფლიო

პუტინის "პირადი მტერი", რომელმაც კაბაევა-პუტინის რომანი გამოააშკარავა, შხამიანი სოკოების ჭამის შემდეგ გარდაიცვალა

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
პუტინის

რუსი ჟურნალისტი გრიგორი ნეხოროშევი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ კრიტიკოსად მოიხსენიებდნენ, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი შხამიანი სოკოების ჭამა გახდა. ცნობილია, რომ ნეხოროშევი სოკოების შეგროვებით იყო გატაცებული, თუმცა ამჯერად ნაპოვნი სოკოები მომწამვლელი აღმოჩნდა.

ნეხოროშევი რუსული გაზეთის, “მოსკოვსკი კორესპონდენტის“ მთავარი რედაქტორი იყო. სწორედ ამ გამოცემამ 2008 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინი მაშინდელ მეუღლესთან, ლუდმილასთან განქორწინებას და ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევასთან თანაცხოვრებას გეგმავდა. პუტინს ჯერ კიდევ არ უღიარებია საჯაროდ თავისი ურთიერთობა 43 წლის კაბაევასთან, თუმცა ცნობილია, რომ მათ ორი შვილი ჰყავთ, 11 წლის ივანე და 7 წლის ვლადიმერი. ამ სკანდალური პუბლიკაციის შემდეგ გამოცემა მალევე დაიხურა. თავად ნეხოროშევი კი, მისი თქმით, ზეწოლისა და დაკითხვის შემდეგ იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო.

მისი მეგობრების თქმით, ჟურნალისტი რიგაში მშვიდად ცხოვრობდა. ლატვიის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ მისი გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული. წყარო

← მთავარი