მსოფლიო
„სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი უკრაინაში” — რუსეთის დუმის სპიკერი სომხეთს ემუქრება
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი სომხეთს უკრაინის სცენარით ემუქრება — განცხადება სომხეთში გამართულ ევროკავშირის სამიტს გამოეხმაურა.
„ნიკოლ ვოვას ძის მხრიდან ამ საქციელს ჩვენი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეებისა და სომეხი ხალხის მიმართ მეგობრული ნაბიჯი ვერ ეწოდება”, — წერს ვოლოდინი. მისი თქმით, „სავარაუდოდ” ურთიერთობებში „მეტი დაძაბულობა” იქნება, ვიდრე ნაკლები, და პირდაპირ ამბობს: „უნებურად ჩნდება პარალელი: სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი უკრაინაში.”