← მთავარი
მსოფლიო

ანექსირებული სევასტოპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დრონებით შეტევის შედეგად

24 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ანექსირებული სევასტოპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ სევასტოპოლს 24 ივნისს სრულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უკრაინის ძალებმა ქალაქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე დილით ადრე გამოქვეყნებულ ტექსტში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ ობიექტზე ან ობიექტებზე იყო დარტყმა.ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ” ადგილობრივი გამომწერებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით სამი დარტყმა იყო სევასტოპოლის მთავარ ელექტროქვესადგურზე.ე.წ. გუბერნატორმა რაზვოჟაევმა სევასტოპოლის მცხოვრებთ მოუწოდა, ეკონომიურად ისარგებლონ მობილური ტელეფონებით, ენერგომომარაგების აღდგენის შემდეგ ერთდროულად არ ჩართონ ყველა ელექტრომოწყობილობა და საერთოდ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. ამასთან. ენერგომომარაგების აღდგენის დრო რაზვოჟაევს არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ

„კუნძულად იქცევა“ - საჰაერო განგაში, აფეთქებები, საწვავის დეფიციტი, დაკეტილი ხიდები და გზები ყირიმში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში დრონებით 23 ივნისსაც დაარტყეს რამდენიმე ობიექტს, მათ შორის ქერჩის ელექტროქვესადგურს. ენერგომომარაგება შეუწყდა რამდენიმე რაიონს.თავად რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წელს, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს.უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

← მთავარი