← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომზე: ის მალე დასრულდება

30 ოქტომბერი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ტრამპი ირანთან ომზე: ის მალე დასრულდება

„ის მალე დასრულდება“, — განაცხადა მან კანზას-სიტის რადიოსადგურ KCMO-სთან ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ბირთვული იარაღი არასოდეს შეიქმნება“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანზე დარტყმას არჩევნებამდე არ განახორციელებს. კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

ირანი აცხადებს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა, რომლის შეზღუდვაზე 2015 წელს დადებული შეთანხმებიდან აშშ ცალმხრივად გავიდა, არის მშვიდობიანი და ის არ ესწრაფვის ბომბის შექმნას.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ჯერ “12-დღიანი”, შემდეგ კი უკვე ხანგრძლივი ომის დროს დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები და მათ პრაქტიკულად შეაჩერეს მოქმედება. დასავლეთში შიშობენ, რომ გადარჩენილი ურანი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია და შედარებით მაღალგამდიდრებული ურანი, თეირანმა შეიძლება ბომბისთვის გამოიყენოს.

ირანს სურს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა განვითარდეს და მასზე სრულ უარს არ ამბობს.

← მთავარი