← მთავარი
მსოფლიო

ტროპიკული მყინვარები ქრება: 2002 წლიდან ინდონეზიის მთავარმა მყინვარმა ფართობის 95% დაკარგა

27 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ტროპიკული მყინვარები ქრება: 2002 წლიდან ინდონეზიის მთავარმა მყინვარმა ფართობის 95% დაკარგა

„პლანეტის განადგურება აჩქარებული ტემპით” — ასე შეაფასეს მეცნიერებმა ინდონეზიის დასავლეთით, მყინვარ პუნჩაკ ჯაიაზე ნანახი სურათი. „გარდიანი” წერს, რომ მკვლევრებმა ექსპედიცია ჩაატარეს ოკეანეთის ტროპიკული მყინვარების ბოლო დღეების დოკუმენტირების მიზნით.

ოდესღაც მძლავრი ყინულის საფარი, დღეს პირვანდელი ზომის მცირე ნაშთია. ექსპედიციამ დაადგინა, რომ ორ დარჩენილ მყინვარს შორის ყველაზე მნიშვნელოვანმა — რომელსაც ადგილობრივები „მარადიულ თოვლს” უწოდებენ — 2002 წლის შემდეგ ფართობის 95% დაკარგა.

„ყინული გაქრება: საკითხავი ის კი არ არის, გაქრება თუ არა, არამედ — როდის. და ეს „როდის” ძალიან მალე დადგება,” — ამბობს დანიელი მკვლევარი კლაუს თიმანი.

კატასტროფული მასშტაბი

კვლევის მიხედვით, პაპუას 6 ტროპიკული მყინვარიდან 1980-იანი წლებიდან დღემდე 4 სრულად გაქრა. დარჩენილი ორი ათწლეულის ბოლომდე გაქრება. ნახშირბადის ემისიებმა და ბუნების განადგურებამ პლანეტა ინდუსტრიული ხანიდან მოყოლებული დაახლოებით 1.4°C-ით გაათბო.

საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, 2100 წლისთვის მყინვარები გლობალური მასის მეოთხედს დაკარგავენ, რაც სასმელი წლისა და სურსათის უსაფრთხოებაზე დამანგრეველ შედეგს მოახდენს.

„ჩვენ ვანადგურებთ ისეთ აბსტრაქტულ ადამიანურ კონსტრუქტსაც კი, როგორიცაა „მარადიულობა”,” — ამბობს თიმანი.

← მთავარი