← მთავარი
მსოფლიო

ნიუ-იორკს უეცარი წყალდიდობა დაატყდა თავს — ჩაძირული მანქანები, მოგლეჯილი ხეები, გაჩერებული მეტრო

21 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ნიუ-იორკს უეცარი წყალდიდობა დაატყდა თავს — ჩაძირული მანქანები, მოგლეჯილი ხეები, გაჩერებული მეტრო

ნიუ-იორკს უეცრად ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს — გზებზე ჩარჩენილი მძღოლები იძულებულნი გახდნენ, მოვარდნილი წყლის ნაკადებისგან თავდაღსარჩენად საკუთარი მანქანების სახურავებზე ასულიყვნენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალში მთლიანად ჩაძირული ავტომობილები და მგზავრები, რომლებსაც ძლიერი ნაკადები მიაქვს. ქარიშხალი გასულ ოთხშაბათს, გვიან ღამით, გადაუარა ქალაქს — ქარის სიჩქარე 96 კმ/სთ-ს აღწევდა.

შტორმის გაფრთხილება მთელ ნიუ-იორკში გამოცხადდა, თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმა ქუინსმა მიიღო, სადაც დაახლოებით 65 მმ ნალექი დაფიქსირდა.

მეტროს რამდენიმე ხაზი შეფერხდა, რამაც მგზავრების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ნიუიორკელები ავტობუსის გაჩერების სკამებზე დგებოდნენ, რათა თავი დაეცვათ. CBS-ის ცნობით, პოლიცია იძულებული გახდა, გაეკეტა მიწისქვეშა გასასვლელი 78-ე ქუჩასთან, სადაც ორი ავტომობილი რამდენიმე ფუტის სიღრმის წყალში აღმოჩნდა.

„Fox Weather”-ის ცნობით, ქალაქში ტემპერატურა სულ რაღაც 35 წუთში 19 გრადუსით დაეცა.

← მთავარი