ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უილიამ პულტი დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა უილიამ პულტი. ტრამპმა ეს Truth Social-ზე გამოაცხადა.
1988 წელს დაბადებული პულტი სამშენებლო და საინვესტიციო სექტორებში მოღვაწე ბიზნესმენია, ასევე ცნობილი ბლოგერი და ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერი. სადაზვერვო სფეროში გამოცდილება მას არ გააჩნია.
პულტი 2025 წლიდან ფედერალური საბინაო სააგენტოს ხელმძღვანელია, სადაც ზედამხედველობს Fannie Mae-სა და Freddie Mac-ის მუშაობას — კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობის გარანტირებულ იპოთეკურ სესხებს გასცემენ. ტრამპის განმარტებით, პულტი ამ თანამდებობასაც გააგრძელებს ეროვნული დაზვერვის ოფისის ხელმძღვანელობასთან შეთავსებით. ეროვნული დაზვერვის დირექტორის სტატუსისთვის სენატის დამტკიცება დასჭირდება.
22 მაისს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ტულსი გაბარდი გადადგა — ოჯახური მიზეზებით, მეუღლის ავადმყოფობის გამო. მაშინ ტრამპმა მისი მოადგილე, აარონ ლუკასი, დროებით ხელმძღვანელად დანიშნა.