← მთავარი
მსოფლიო

უნიკალური აღმოჩენა ანტარქტიდაზე, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს - მეცნიერებმა პირველი დინოზავრის, ტიტანოზავრის ნამარხი იპოვეს: რას ნიშნავს ეს?

30 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
უნიკალური აღმოჩენა ანტარქტიდაზე, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს - მეცნიერებმა პირველი დინოზავრის, ტიტანოზავრის ნამარხი იპოვეს: რას ნიშნავს ეს?

ანტარქტიდაში ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნევლად შენახული ნამარხი მეცნიერებმა ხელახლა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის კონტინენტზე აღმოჩენილი პირველი დინოზავრის ძვალია.

ნიმუში 1985 წელს ჯეიმს როსის კუნძულზე ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ექსპედიციამ იპოვა, თუმცა მაშინ მისი მნიშვნელობა ვერ დაადგინეს და ის კემბრიჯში, გეოლოგიურ კოლექციაში, ათწლეულების განმავლობაში უჯრაში ინახებოდა.

ახლახან BAS-ის კოლექციების მენეჯერმა, დოქტორ მარკ ევანსმა, ათასობით ნიმუშის გადამოწმებისას ძვალი ხელახლა აღმოაჩინა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ დადასტურდა, რომ ის ტიტანოზავრის - ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინოზავრების ჯგუფის წარმომადგენლის კუდის მალაა.

პალეონტოლოგების შეფასებით, ნამარხი უნიკალური ფორმით გამოირჩევა და სწორედ ტიტანოზავრებისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას შეიცავს.

მეცნიერთა თქმით, აღმოჩენა სავარაუდოდ დაახლოებით 82 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ცხოველს ეკუთვნის. ზომის მიხედვით ის შედარებით მცირე იყო — დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის.

სპეციალისტების განმარტებით, იმ პერიოდში ანტარქტიდა სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელი გაყინული კონტინენტისგან - ის ტყეებით იყო დაფარული და მდიდარ ეკოსისტემას წარმოადგენდა, სადაც მცენარეჭამია დინოზავრები თავისუფლად ცხოვრობდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ანტარქტიდაში დინოზავრების ნამარხები ძალიან იშვიათია.

წყარო

იხილეთ ასევე:

“კაცობრიობის უდიდესი მიღწევა“: NASA-ს ზონდი დედამიწას რეკორდული მანძილით დაშორდა - რა საიდუმლოებებს ინახავს 50-წლიანი მისია?

← მთავარი