ჰეგსეთი ნატოს ევროპელ მოკავშირეებს ემუქრება: „საჭიროა პარტნიორები, არა პროტექტორატები”
სინგაპურში „შანგრი-ლა-ს დიალოგის” ფორუმზე შაბათს გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შედეგებით დაემუქრა — თავდაცვის ხარჯების ნაკლებობის გამო.
„ძალზე დიდხანს რჩებოდა უპასუხოდ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მიმართ თავაზიანი თხოვნები, რომ გაეზარდათ საკუთარი თავდაცვის ხარჯები. ახლა ისინი ბოლოს და ბოლოს ანაზღაურებენ დანაკარგს,” — განაცხადა პენტაგონის მეთაურმა.
„ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები,” — დასძინა ჰეგსეთმა. ევროპა, მისი სიტყვებით, დაკავებულია „ფუჭი გლობალისტური რიტორიკით” წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შესახებ.
Deutsche Welle-ს მონაცემებით, ნატოს ევროპელმა წევრებმა და კანადამ 2025 წელს თავდაცვის ხარჯები 2024 წელთან შედარებით 19,6 პროცენტით გაზარდეს, თუმცა ამერიკის ხარჯებს ისევ ჩამორჩებიან.
ჰეგსეთმა ასევე ისაუბრა ჩინეთის სამხედრო ექსპანსიაზე, ტაივანზე — სადაც ვაშინგტონის პოზიცია „უცვლელი” დარჩა — და მოუწოდა აზიელ პარტნიორებს, „ამერიკის სამხედრო ძლიერებაზე გაუმართლებლად ნუ მოეყრდნობიან”. ახალი ზელანდია გაააკრიტიკა, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, იაპონია და ფილიპინები კი — შეაქო.