უნგრეთი საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
„როიტერი“ იტყობინება უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე, ვანდა შონდიზე დაყრდნობით, რომ უნგრეთის მთავრობა 5 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს და რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირების მცდელობაა.„როიტერი“ ასევე იტყობინება შონდიზე დაყრდნობით, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით ამკაცრებს დასაქმების შესაძლებლობებს უცხოელი მუშახელისთვის „ადგილობრივი ხელფასების შემცირების შეშფოთების“ გამო. ამ მიზნით, მთავრობას ცვლილებები შეაქვს დადგენილებაში, რომელიც ადრე დასაქმების სააგენტოებს სამი ქვეყნიდან მუშახელის გამარტივებული პროცედურით შემოყვანის საშუალებას აძლევდა.მედია საშუალება არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა სამი ქვეყნის მუშახელს უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობა სხვა პროცედურის ფარგლებში.„როიტერის“ ინფორმაციით, უნგრეთში უკვე მცხოვრებ უცხოელ მუშაკებს კვლავ შეეძლებათ არსებული ნებართვების გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა, ხოლო წესის შეცვლამდე წარდგენილი განაცხადების დამუშავება გაგრძელდება.This post is also available in:
English Tagsვიზა მიგრაცია უნგრეთი
Copy URL URL Copied