გაეროს გენერალური ასამბლეა კლიმატის ისტორიულ რეზოლუციას 141 ხმით მხარს უჭერს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 მაისს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიაღწია — 141 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ნამარხი საწვავის შემცირებაში იურიდიულ ვალდებულებას უდასტურებს.
რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ: რუსეთი, ბელარუსი, ისრაელი, იემენი, ირანი, ლიბერია, საუდის არაბეთი და აშშ. კიდევ 28 ქვეყანამ ხმის მიცებისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია ვანუატუმ წარადგინა — პაციფიკური კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც ზღვის დონის ამაღლების, ციკლონებისა და წყალდიდობების გამო კლიმატის ცვლილებებს ყველაზე მძიმედ განიცდის. 2022 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ კლიმატური საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
თებერვალში Associated Press-ი იტყობინებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვანუატუზე ზეწოლა განახორციელა, მოეხსნა რეზოლუცია — შიშობდა, ის ამერიკის მრეწველობაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.
Deutsche Welle-ს შენიშვნით, რეზოლუცია ამყარებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2025 წლის ზაფხულის საკონსულტაციო დასკვნას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულებებზე. ეს დასკვნა პირდაპირ სამართლებრივ ძალას მოკლებულია, მაგრამ ამიერიდან მას კლიმატთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებში გამოიყენებენ.