მსოფლიო
ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის პირობა დადო
აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტზე გააკეთა.
„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ: ჩვენ ვაპირებთ მოგცეთ ლიცენზია Patriot-ის რაკეტების საწარმოებლად. საკმაოდ მაგარია, არა? ასე რომ, ის (ზელენსკი — რედ. შენიშვნა) ვეღარ შეძლებს ჩივილს, თითქოს მათ საკმარისი რაოდენობით არ ვაწვდით. აწარმოეთ თავად“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმების კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ეს არის „ესკალაცია, თუმცა ეს არის ესკალაცია, რომელმაც შესაძლოა [ომის] დასასრულამდე მიგვიყვანოს“.