Bloomberg: G7-ზე ევროპელი ლიდერები ტრამპს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდასაჭერად დაარწმუნებენ
Bloomberg-ის ინფორმაციით, 15-17 ივნისს ფრანგულ კურორტ ევიან-ლე-ბენში გამართულ G7 სამიტზე ევროპის „სამეული” — საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი — ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერისკენ დაარწმუნებს.
ევროპელი ლიდერების შეფასებით, ომის მიმდინარეობა ბოლო დროს უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა, რაც ახალ შესაძლებლობას ქმნის. ისინი მოლაპარაკებებს 2025 წელს ალასკაში ტრამპ-პუტინის შეხვედრიდან გამომდინარე „ანქორიჯის ჩარჩოს” ფარგლებს მიღმა ხედავენ.
Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვი ნებისმიერ შეთანხმებაში კიევის მიერ მთელი დონბასის ოფიციალურ დათმობას ითხოვს — ეს პოზიცია ევროპელ ლიდერებს მიუღებლად მიაჩნიათ. ტრიო მოლაპარაკებების ევროპის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების მონაწილეობით, მომავალ თვეში დაწყებას გეგმავს.
სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთ სესიაში მიიღებს მონაწილეობას, ფრანგული მხარის გამოცხადებით.