„ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება” — ეს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Pod Force One-ის პოდკასტთან ინტერვიუში 3 ივნისს.
„ისინი ამას დათანხმდნენ. შეუძლიათ, შეიცვალონ აზრი, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია,” — განაცხადა ტრამპმა.
მისი სიტყვებით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ირანი დიდებული წარმატებაა. ვნახოთ, რა მოხდება. თუ შეთანხმება შედგება, შესანიშნავი იქნება. თუ არ შედგება — ამასაც არა უშავს. მაშინ სხვა გზით გავაკეთებთ,” — დაასრულა ტრამპმა.
ეს განცხადება მოდის ირანსა და ამერიკას შორის სამხედრო ესკალაციის ფონზე, მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ ბირთვული პროგრამის შეზღუდვის პირობებზე ვერ მოლაპარაკდა.