მალიში მეამბოხეებმა ახალი იერიში წამოიწყეს, რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს
5 ივლისს მალიში ამბოხებულმა ტუარეგებმა და ალ-კაიდას ადგილობრივი შტოს ტერორისტებმა ხუნტის სამხედრო პოზიციებზე იერიშები წამოიწყეს. სამიზნეებს იყო ის ბაზებიც, სადაც რუსი სამხედროები არიან განლაგებული.
მალიში ადგილობრივ ხუნტას მხარს უჭერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსი, რომელმაც აქ კსკ ვაგნერი ოფიციალურად ჩაანაცვლა. დანაყოფში შედიან ყოფილი ვაგნერელებიც.
მალის ხელისუფლების მტკიცებით, თავდასხმებს იგერიებენ და “ყველაფერი კონტროლქვეშაა”. სამხედრო მოქმედებების ვიდეოები აფრიკულმა კორპუსმაც გამოაქვეყნა. თუმცა პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ მნიშვნელოვანი შეტაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ მალიში, ქალაქ ანეფისში, სადაც რუსული და სახელისუფლებო ძალები შესაძლოა მეამბოხეებს ალყაში ჰყავდეთ მოქცეული. გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ტუარეგი მეამბოხეების მიერ ჩამოგდებული რუსული Ми-24 ჩანს.
აქამდე ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინასა (JNIM) და ტუარეგი სეპარატისტების აზავადის გათავისუფლების ფრონტის კოორდინირებული იერიშები ორი თვის წინ მიმდინარეობდა.