ისრაელის არმიამ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანს დაარტყა
ისრაელის არმიამ 14 ივნისს ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ჰეზბოლას დაჯგუფების დასაყრდენს - დაჰიეს სახელით ცნობილი ტერიტორია დაბომბა. ისრაელის სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულადაა შერაცხილი მისი სამხედრო ფრთა) სამიზნეები დაბომბეს, ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაში.მათი განცხადების თანახმად, თავდასხმა ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.ჰეზბოლას ისრაელის განცხადებაზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია, თუმცა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მან რაკეტები და დრონები გაუშვა სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯარების მიმართულებით.გასულ კვირაში, დაჰიეჰზე ისრაელის თავდასხმას მოჰყვა ირანის პასუხი და შემდეგ ისრაელის სამაგიერო ცეცხლის გახსნა - ორმხრივი შეტაკება ისრაელსა და ირანს შორის, რამაც საფრთხე შეუქმნა აშშ-ირანის შეთანხმებას, რომელმაც უფრო ფართო ომს უნდა დაასრულოს.ვაშინგტონი და თეირანი უახლოვდებიან სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას, აშშ-სა და პაკისტანის ლიდერები 14 ივნისს ხელმოწერას ვარაუდობენ.ირანი დიდი ხანია ლიბანში ისრაელის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი უფრო ფართო შეთანხმების პირობად ასახელებს.ლიბანის უსაფრთხოების წყაროების თქმით, დაჰიეზე თავდასხმა, როგორც ჩანს, ორი რაკეტით მიზანმიმართული დარტყმა იყო.
ასევე ნახეთ
ისრაელის არმია: დავადგინეთ, რომ ირანმა ისრაელისკენ რაკეტები გაუშვა. ტრამპი: დავურეკავ ნეთანიაჰუს, რომ “არ უპასუხოს ირანის თავდასხმებს”