მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე.
ოფიციალური გრაფიკის თანახმად, ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყო და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება. თეირანში, ყუმსა და ერაყში გამართული ცერემონიების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, მაშჰადში დაკრძალავენ.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRIB-ის (ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობა) ცნობით, დასავლელი პოლიტიკოსებიდან ირანის სულიერი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ ბულგარეთის პარლამენტისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.
თეირანში უკვე ჩავიდა სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე, ჰე ვეი; უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნურდინჯონ ისმაილოვი; ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, ასევე პაკისტანის პრემიერმინისტრი, შეჰბაზ შარიფი; ერაყის პრეზიდენტი ნიზარ ამიდი და ერაყის პარლამენტის თავმჯდომარე ჰეიბათ ალ-ჰალბუსი, ერაყის ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტი, ნეჩირვან ბარზანი, ერაყის პრეზიდენტი ნიზარ ომიდი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლიბანის ამალის დელეგაცია, ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარე, შრი-ლანკის ვიცესპიკერი და ნიკარაგუასა და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ავღანეთის დელეგაცია და სხვა მაღალჩინოსნები.
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ “პატივი”, დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას.