← მთავარი
მსოფლიო

"დიდი შვიდეული" ხელოვნური ინტელექტის სფეროში უფრო მჭიდრო კავშირებზე თანხმდება, იმსჯელეს "სანდო პარტნიორების" სქემაზე

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge

17 ივნისს „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა ხელოვნური ინტელექტის მხრიდან არსებული რისკებსა და გამოყენების საქმეში უფრო მჭიდრო კოორდინაციის პირობა დადეს და ამასთან, განიხილეს „სანდო პარტნიორების“ სქემის შექმნა, რომელიც არაამერიკულ ქვეყნებს წვდომას მისცემს აშშ-ის ისეთი კომპანიების ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელებზე, როგორიცაა Anthropic.საფრანგეთის კურორტ ევიან-ლე-ბენში 15-17 ივნისის „დიდი შვიდეულის“ სამიტის ბოლო დღეს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში მონაწილეები წერენ, რომ ისინი დაავალებენ საფინანსო უწყებებს, მარეგულირებლებს და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, შეაფასონ, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა ფინანსურ სტაბილურობაზე, პროდუქტიულობასა და შრომის ბაზრებზე.კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ Anthropic-ის Mythos-ი, რომელიც შეიქმნა კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად კოდირებაში ხარვეზების აღმოსაჩენად, შესაძლოა, პოტენციურად გაძლიერდეს და თავდასხმა დაიწყოს იმ სისტემებზე, რომელთა დაცვაც მას სურს.გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით Anthropic-ს დაავალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მის მოწინავე მოდელებზე წვდომის აკრძალვა. ამ ნაბიჯმა „დიდი შვიდეულის“ წევრებს უბიძგა „სანდო პარტნიორების“ სქემის შექმნისკენ, რომელმაც შესაძლოა აშშ-ის შეზღუდვების გვერდის ავლა შეძლოს. „სანდო პარტნიორები“ შეიძლება იყვნენ ქვეყნები ან კომპანიები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემდნენ, გამოეყენებინათ მოდელები ჩინეთის მსგავსი კონკურენტების წინააღმდეგ უფრო ძლიერი კიბერუსაფრთხოების დაცვის შესაქმნელად.Anthropic-ის, OpenAI-ის და Google-ის ხელოვნური ინტელექტის აღმასრულებლები, რომლებიც მოწინავე მოდელებს ავითარებენ, ოთხშაბათს დიდი „შვიდეულის სამიტზე“ სამუშაო სადილს დაესწრნენ, რათა რეგულაციები და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა განეხილათ.ევროპა ცდილობს სწორი ტექნოლოგიური ბალანსის პოვნას ამ სფეროში.ტექნოლოგიური ლიდერების სადილზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ორმხრივ ინტერესებშია, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო მოდელები. „ჩვენ ვიყენებთ ერთმანეთის სანდო ტექნოლოგიას და ჩვენი ფინანსური სისტემები ურთიერთდაკავშირებულია“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდაზე

← მთავარი