კიევზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს. მათ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტები, ასევე საზენიტო დრონები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაშვებული 570 სამიზნიდან 524-ის განადგურება შეძლო.
მიუხედავად ამისა, მტრის 25 ბალისტიკურმა რაკეტამ და 12-მა მოიერიშე დრონმა მიზანს მიაღწია.
ოკუპანტების მთავარი სამიზნე კიევი იყო. 2 ივლისის შუადღის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 27 დაღუპულისა და თითქმის 90 დაშავებულის შესახებ იტყობინებოდნენ, თუმცა სამძებრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.