ირანის შეიარაღებული ძალები „ახალ სახელმძღვანელო ზომებს” იღებს — ხამენეის ვაჟი სამხედროებს ხვდება”
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტოს Fars News-ის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაური, ალი აბდოლაჰი, ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის შეხვდა.
შეხვედრაზე სარდლობის მეთაური „სამხედრო ოპერაციების გაგრძელებისა და მოწინააღმდეგეებთან მტკიცე დაპირისპირებისთვის ახალ სახელმძღვანელო ზომებს” გაეცნო. ინფორმაცია, თუ როდის შედგა შეხვედრა, გამჟღავნებული არ არის.
„შეიარაღებული ძალები მზად არიან, წინ აღუდგნენ ამერიკულ-სიონისტური მტრების ნებისმიერ ქმედებას. ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში ირანის პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და გადამწყვეტი”, — განაცხადა სარდლობის მეთაურმა.
Reuters-ი ასევე ადასტურებს, რომ მოჯთაბა ხამენეი — ალი ხამენეის ვაჟი — ამ ომის ერთ-ერთ დაბომბვაში სერიოზულად დაშავდა. ქვეყნის ხელმძღვანელობაში ამჟამინდელი ვითარება დაზუსტებული არ არის.