← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

22 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

22 ივნისის ღამის საათებში რუსეთმა შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც დაარტყეს თურქულ სატვირთო გემსაც, რამაც ხომალდზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი მეზღვაურო, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ევაკუაცია მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ღამით რუსეთი ჯამში ოთხ სავაჭრო გემს დაესხა თავს. 

უკრაინული მხარის მიხედვით, თურქეთის მფლობელობაში არსებულ ხომალდ VICTRESS-ს, რომელიც პანამური დროშით დაცურავდა, რუსული დრონი მოხვდა. მასზე ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ეგვიპტის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. 

“რთული ვითარებისა და ხანძრის გავრცელების რისკის გამო უკრაინის საზღვაო ძალების ნავების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია, სატვირთო გემის ეკიპაჟის ევაკუაციის მიზნით. სამწუხაროდ, მათ შორის იყო მსხვერპლი.” – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალებმა.

მოგვიანებით უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრმა, ოლექსი კულებამ დააზუსტა, რომ რუსულმა ძალებმა 21-22 ივნისის ღამის საათებში ორ სავაჭრო ხომალდს დაარტყეს და კიდევ ორ გემზე იერიში მიიტანეს.

← მთავარი