← მთავარი
მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია

15 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

        მსოფლიო • 2:41

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია.  ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და და აშშ მოხსნის ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას.

“ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება სრულად დასრულებულია. ვულოცავ ყველას! სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ჰორმუზის სრუტის გახსნას გადასახადის გარეშე, ამავე დროს, ბრძანებას გავცემ შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ. მსოფლიოს გემებო, დაქოქეთ ძრავები. დაე, ნავთობმა იდინოს!”, - წერს ტრამპი.

პაკისტანში კი აცხადებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს თეირანშიც. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის 30 დღის ვადაში მოხსნას ითვალისწინებს. ირანული მედია იწყება, რომ მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება და მოიცავს : მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა 30 დღის ვადაში; აშშ-ის ძალების ირანიდან გაყვანას; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას 30 დღის ვადაში. ამასთან, შეთანხმების შესაბამისად, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმები უნდა წარადგინონ, ირანის ნავთობ და ენერგო პროდუქტებზე დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, ირანმა უნდა დაადასტუროს ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, აშშ-მა კი უნდა აიღოს ვალდებულებს, რომ რეგიონში ძალების რაოდენობას არ გაზრდის და ახალ სანქციებს არ დააწესებს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პუნქტები ოფიციალურად, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას არ დაუდასტურებია.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა“ - ბაია პატარაია კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვაზე
                        ბაია პატარაია სოცქსელში წერს:რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა. არ ვიცი, თუ ყოფილხართ, მაგრამ კიევ-პეჩორის ლავრა მთელი ქრ...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 2:48
                
            
                        
                 
                
                    
                          მესტიაში კიდევ 76 ე.წ. მაინერი ამოიღეს
                        შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შ...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 2:40
                
            
                        
                 
                
                    
                          „სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”? აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?! ხოოო, მაშინ ხოოო“ - ზურაბ ბატიაშვილი რუსების მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე
                        ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოცქსელში წერს: დღეს რუსებმა კიევ-პეჩერის ისტორიული ლავრა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”?აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?!...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 2:21
                
            
                        
                 
                
                    
                          რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს
                        რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს | ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს:  "ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 1:39
                
            
                        
                 
                
                    
                          „ბატონო ბიძინა, თქვენ ხომ მასონების გეშინიათ, არ გიყვართ და რაც დაიბადეთ, მას მერე, უთანასწორო ბრძოლაში ხართ მასონებთან. თქვენმა პრემიერმა, თქვენ დაგაბრალათ, რომ ხართ მასონი. გროსმაისტერი დაგიძახათ“ - გუბაზ სანიკიძე
                        ყოფილი პარლამენტარი, გუბაზ სანიკიძე, “ფორმულას” ეთერში, ამბობს: კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ეს არის გროსმეისტერიო, ჯერ ერთი, გერმანული მაგან იცის, მე არ ვიცი და გროსმაისტერი უნდა ეთქვა. მერე თქ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 1:21
                
            
                        
                 
                
                    
                          „მდინარაძის ვერსიით ნახევარ მსოფლიოს ივანიშვილის გაგორება უნდა, თუმცა ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ...“ - ნინო ჯანგირაშვილი
                        ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: მდინარაძის ვერსიით ნახევარ მსოფლიოს ივანიშვილის გაგორება უნდა, თუმცა ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ მაგრად დგანან მამუკა, ირაკლი, გელაგელაძე და სულხან თამაზაშვილი. კაი, ჯანდა...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 1:16
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი