მსოფლიო
რუსეთის თავდასხმის შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა
რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონზე განხორციელებული ღამის თავდასხმის შედეგად ხუთი ავტოგასამართი სადგური დაზიანდა.
ტრაგედიას 43 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულებს შორის არის 35 წლის ორსული ქალიც — ის საშუალო სიმძიმის მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორი დაზარალებული მკურნალობას ამბულატორიულად განაგრძობს.