← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, კიევში 11 ადამიანი დაიღუპა

6 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, კიევში 11 ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული საჰაერო იერიშები მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 419 სამიზნიდან 363 ჩამოაგდეს. ამავე ცნობით, 34 ადგილზე ჩამოვარდა 29 ბალისტიკური რაკეტა და 18 დრონი. უვნებელყოფილი სამიზნეებიდან 68 რაკეტა და 351 უპილოტო საფრენი აპარატია.

საჰაერო იერიშების მთავარი სამიზნე კიევი იყო. ადგილობრივი დროით დილის 8:20-ზე უკრაინის დედაქალაქში დაღუპულთა რიცხვი 11 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რუსული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მაშველები სამძებრო ოპერაციებს ატარებენ.

← მთავარი