მსოფლიო
ლონდონში 16 წლის მოზარდი 13-კილოგრამიანი სკამის ზედა სართულიდან გადაგდებისთვის მიუსაჯეს
ლონდონის ვესსტფილდის სავაჭრო ცენტრში, გასული წლის მარტში, 16 წლის მოზარდმა ოთხ სართულიან შენობაში ზედა სართულის მოაჯირიდან 13-კილოგრამიანი სკამი ქვევით ჩამოყარა. ვიდეოზე ჩანს, როგორ ის 15 წლის მეგობარს ტელეფონით გადაღებინებს ინციდენტს.
გამვლელები სასწაულით გადაურჩნენ. გამომძიებლების შეფასებით, შემთხვევა ადვილად შეეძლო ტრაგედიით დასრულებულიყო.
პოლიციამ ორივე მოზარდი მალევე დააკავა. 16 წლის ბიჭს, რომელმაც სკამი გადააგდო, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა მიუსაჯა; სასჯელის ნაწილი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიხდება. 15 წლის მეგობარს, ვინც ამ ყველაფერს გადაიღებდა, ჯარიმა და 12-თვიანი საზოგადოებრივი სამუშაოს პროგრამა შეეფარდა. ორივეს დანაშაული ჩადენილი აქვს აღიარებული.