Legally Blonde-ის პრიქველი სერიალი Elle: პირველი ტრეილერი გამოვიდა, პრემიერა 1 ივლისს
Amazon Prime Video-მ გამოაქვეყნა სერიალ Elle-ის პირველი ტრეილერი. სერიალი Legally Blonde-ის პრიქველია და ელ ვუდსის ისტორიას სტუდენტობამდე — სკოლის წლებში — გვიყვება.
მოქმედება 1995 წელს ვითარდება. სკოლის მოსწავლე ელ ვუდსი მოულოდნელ სიახლეს გაიგებს: მამის ახალი სამსახურის გამო ოჯახი მზიან კალიფორნიას ტოვებს და რამდენიმე წლით სიეტლში გადადის. ახალ გარემოში ელს არაერთი გამოწვევა ელის — დაძაბული ურთიერთობები თანატოლებთან, აკრძალული რომანი, მოდასთან დაკავშირებული საეჭვო გადაწყვეტილებები. თუმცა მთავარ დასაყრდენს ოჯახი რჩება; ყოველ ახალ გამოწვევასთან ერთად ელ ვუდსი ნელ-ნელა ყალიბდება იმ პერსონაჟად, რომელსაც მაყურებელი დღეს იცნობს.
ელის როლს ლექსი მინეტრი შეასრულებს. ელის მშობლების გამოსახვა ჯუნ დაიან რაფაელს და ტომ ევერეტ სკოტს ეკისრებათ.
სერიალის პრემიერა 1 ივლისს იგეგმება. Prime Video-მ მეორე სეზონი კი უკვე დაამტკიცა.