← მთავარი
მსოფლიო

პედრო ალმადოვარი ჰოლივუდს აკრიტიკებს: „ოსკარის” ცერემონიაზე ომის საწინააღმდეგო პროტესტი არ ყოფილა

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
პედრო ალმადოვარი ჰოლივუდს აკრიტიკებს: „ოსკარის” ცერემონიაზე ომის საწინააღმდეგო პროტესტი არ ყოფილა

ლეგენდარულმა ესპანელმა რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა LA Times-ს მიცემულ ინტერვიუში ჰოლივუდი გააკრიტიკა — „ოსკარის” ცერემონია, მისი თქმით, საკმარისად პოლიტიკური არ ყოფილა.

„ომის [ღაზაში] ან ტრამპის წინააღმდეგ ბევრი პროტესტი არ ყოფილა,” — განაცხადა 76 წლის რეჟისორმა. — „ხალხი ძალიან შეშინებულია. ჰოლივუდის ცნობილ სახეებს ეშინიათ ტრამპის ან ისრაელის წინააღმდეგ სიტყვის ამოღების.”

ალმადოვარი ამბობს, რომ, როგორც უცხოელს, მას ეს სიმართლის თქმა უადვილდება. გამონაკლისად მის მეგობარს, მსახიობ ხავიერ ბარდემს ასახელებს, რომელმაც ცერემონიაზე პირდაპირ განაცხადა: „თავისუფალი პალესტინა.”

„გულდასაწყვეტი და ირონიული ის არის, რომ დემოკრატიამ, ხმის მიცემის საყოველთაო მექანიზმის მეშვეობით, ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმი გააჩინა. ეს ერთდროულად პარადოქსია და წარმოუდგენლად სამწუხაროც. აშშ-ში ამჟამად დემოკრატია არ არის,” — განაცხადა ალმადოვარმა.

← მთავარი