მსოფლიო
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისი არ გაახანგრძლივა
ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობის შეძენის სანქციებზე გამონაკლისი პერიოდი 16 მაისს ვადის გასვლის შემდეგ არ გაახანგრძლივა. Bloomberg-ის ცნობით, ამოიწურა ლიცენზია, რომელიც სანქცირებული ნავთობის ნაწილის გაყიდვის უფლებას იძლეოდა.
ვაშინგტონმა ირანში კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადით გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე ადრე ორჯერ — მარტსა და აპრილში — გამონაკლისი დაუშვა: ნებადართული იყო იმ ნავთობის ექსპორტი, რომელიც ტანკერებზე უკვე დატვირთული იყო.
ამჯერად გამონაკლისი ვადა 16 მაისს ამოიწურა და შტატებმა ის არ გაახანგრძლივა, რაც ნავთობის ბაზარზე ახალ ზეწოლას ქმნის.