დუა ლიპამ მსახიობ კალუმ ტერნერზე ლონდონში, ახლობლების წრეში, ოფიციალურად იქორწინა
30 წლის ბრიტანელი მომღერალი დუა ლიპა და 36 წლის მსახიობი კალუმ ტერნერი 31 მაისს ლონდონში, ოლდ მერილებონის მერიაში, დაქორწინდნენ. ქორწილი ახლო ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში, მოკრძალებული ცერემონიის სახით გაიმართა.

Vogue-ის ინფორმაციით, დუა ლიპას Schiaparelli-ს კუტურის თეთრი კაბა ეცვა — დიზაინერი დენიელ როუზბერი. ლუქი თეთრი ხელთათმანებით, Christian Louboutin-ის ფეხსაცმლითა და სტივენ ჯონსის ქუდით გააგრძელა. კალუმ ტერნერი კლასიკურ ლურჯ კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოჩნდა.

ქორწილის კადრები The Daily Mail-მა და The Sun-მა გაავრცელეს. წყვილის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დუა ლიპამ ნიშნობა 2025 წლის ივნისში, Vogue-თან ინტერვიუში, პირველად დაადასტურა. მაშინ განაცხადა, რომ მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავდა. „ქორწინება მხოლოდ სიყვარულის გამოხატულება კი არ არის — ეს გადაწყვეტილებაა, რომელიც ორი ადამიანის მომავალს განსაზღვრავს,” — განაცხადა მან.

მომღერალი ასევე ისაუბრა ოჯახის შექმნის სურვილზე: „ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს შვილები მყავდეს, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს.”