← მთავარი
მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება

2 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება

ექიმები შიშობენ, რომ ვენესუელაში, 24-25 ივნისის მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, მძიმე სამედიცინო კრიზისი დაიწყება. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე 2 295 ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე კი დაკარგულად ითვლება. სახლ-კარის გარეშე დარჩენილი ათასობით გადარჩენილი ამჟამად თავშესაფრებში ან ღია ცის ქვეშ, სუფთა წყლისა და ელემენტარული სანიტარიული პირობების გარეშე ათევს ღამეს. ინფრომაციას Euronews ავრცელებს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ მიწისძვრის შემდგომი პერიოდი უკვე გადაიზარდა მასშტაბურ სამედიცინო კრიზისში. თუ ვითარება სასწრაფოდ არ გაკონტროლდება, მომდევნო დღეებსა და კვირებში ის კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს. ამ საგანგებო სიტუაციამ მკაფიოდ გამოაჩინა ვენესუელაში ექიმების ქრონიკული დეფიციტი, რაც წლების განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის, არასაკმარისი დაფინანსებისა და ემიგრაციის შედეგია.

“მთავარი პრობლემა, რომელსაც უახლოეს მომავალში ველოდებით, არის ინფექციები იმ პაციენტებში, რომლებიც ყველაზე დიდხანს იმყოფებოდნენ კატასტროფის ზონაში”, — განაცხადა ეუხენიო კოვამ, კარაკასში მდებარე “დოქტორ ხოსე გრეგორიო ერნანდესის სახელობის დასავლეთის ჰოსპიტლის” ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა.

ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლები ასევე აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის მასშტაბურმა დაზიანებამ, შესაძლოა, ყველაზე მეტად დაზარალებულ თემებში დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს.

← მთავარი