← მთავარი
მსოფლიო

იდი ამინი, ფრანკო, ასადი, კასტრო — მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორების ქორწილები

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
იდი ამინი, ფრანკო, ასადი, კასტრო — მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორების ქორწილები

დიქტატორების სახელები ისტორიაში ყველაზე მძიმე რეპრესიებსა და მოვლენებს უკავშირდება, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით სახალხო ინტერესს ყოველთვის იწვევდა მათი პირადი ცხოვრება — ურთიერთობები და ქორწინებები, რომელთა დეტალებიც ხშირად იდუმალი რჩებოდა.

ბაშარ ალ-ასადი და ასმა ახრასი — 2000 წელი

2000 წლის ივნისში სირიის დიქტატორი ჰაფეზ ასადი გარდაიცვალა, და პრეზიდენტობა მის უმცროს შვილს, ბაშარ ალ-ასადს, გადაეცა. იმავე წელს ბაშარი ახალგაზრდა, ჭკვიანი და ელეგანტური ქალი, ასმა ახრასი, შეირთო ცოლად.

წყვილი ლონდონში, 90-იანი წლებში გაიცნო: ბაშარი ოფთალმოლოგიას სწავლობდა, ასმა კი საინვესტიციო ბანკირის კარიერაზე მუშაობდა. ასმას ოჯახი ბრიტანულ აკადემიურ წრეში გავლენიანი იყო — მამა, ფავაზ ახრასი, ნიჭიერი ქირურგი იყო, დედა კი ლონდონში სირიის სამ­ელ­ჩო­ში ყოფილი დიპლომატი.

ასმა ჰარვარდში სასწავლებლად ემზადებოდა, სწორედ მაშინ სთხოვა ხელი ბაშარმა. 25 წლის ასაკში ასმა ლონდონიდან დამასკოში გადავიდა და სირიის პირველი ლედი გახდა. ქორწილი 2000 წლის დეკემბერში, საიდუმლოდ გაიმართა — ზუსტი თარიღი დღემდე გასაიდუმლოებულია.

ფიდელ კასტრო და მირტა დიას-ბალარტი — 1948 წლის 11 ოქტომბერი

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 1948 წლის 11 ოქტომბერს ქორწინდება. სიყვარულის ისტორია ჰავანის უნივერსიტეტში დაიწყო: მირტა ფილოსოფია-ლიტერატურას სწავლობდა, ფიდელი — იურიდიულ მეცნიერებებს. მათ ურთიერთობას მედია „რომეო და ჯულიეტას” ისტორიას ადარებდა.

ქორწილის შემდეგ ნიუ-იორკში და მაიამიში გაატარეს თაფლობის თვე. 1949 წელს ვაჟი, ფიდელ-ანხელი, შეეძინათ. 1955 წელს გაიყარნენ. 2018 წელს გახდა ცნობილი, რომ ფიდელ-ანხელ კასტრომ — ფიზიკოსმა და მეცნიერებათა დოქტორმა — სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფრანსისკო ფრანკო და მარია დელ კარმენ პოლო — 1923 წლის 23 ოქტომბერი

ესპანელი გენერალი და დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო 30 წლის ასაკში დაქორწინდა, 1923 წლის 23 ოქტომბერს. კარმენ პოლო, ასტურიის გავლენიანი ოჯახის შვილი, ხშირად განიხილებოდა, როგორც ფრანკოს რეპრესიული რეჟიმის ფუნდამენტური ფიგურა. 1926 წელს შეეძინათ ერთადერთი შვილი — „კარმენსიტა”. ფრანკო ესპანელებს ავალდებულებდა, მის ცოლს ისე მოჰყეთ, როგორც ნამდვილ დედოფალს — სახელმწიფო ცერემონიებზე მისთვის სამეფო მარში ჟღერდა.

იდი ამინი და სარა კიოლაბა — 1975 წელი

აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, უგანდის მმართველი იდი ამინი, 1975 წელს ჩოგბურთელ სარა კიოლაბაზე დაქორწინდა. ეს ამინის მეხუთე ცოლი გახლდათ — გადასახდელი, ინფორმაციის მიხედვით, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.

სარამ ქმარი 1982 წელს მიატოვა, ოთხი შვილიდან ერთი წაიყვანა და ლონდონში დასახლდა, სადაც კაფე და სალონი გახსნა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე ამინს იცავდა — გარდაცვალების შემდეგ „ნამდვილ აფრიკელ გმირად” მოიხსენია. 2015 წელს სარა კიოლაბა ლონდონში, სიმსივნით, გარდაიცვალა.

← მთავარი