მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინამ მოსკოვის ოლქში დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევმა მოსკოვის ოლქში, დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა.
ზელენსკის თქმით, ეს არის სპეციალური სატელიტური კომუნიკაციის ობიექტი, რომელიც გამოიყენება დაზვერვისთვის და უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტის საქმიანობის კოორდინაციისთვის.
“ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან ამ ობიექტამდე მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. ცოტა ხნის წინ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე მიაღწიეს ოთხ ასეთ რუსულ ცენტრამდე, არა მხოლოდ მოსკოვის ოლქში, არამედ ვლადიმირის ოლქშიც,” - წერს ზელენსკი.