უკრაინაში ჩამოვარდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენი
უკრაინის დასავლეთში ჩამოვარდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენი სუ-24მ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაიღუპნენ მფრინავი და შტურმანი.ბომბდამშენმა კატასრტოფა 16 ივნისს საღამოს შვიდი საათისთვის განიცადა ხმელნიცკის ოლქში, სადაც, საჰაერო ძალების ინფორმაციით, „დავალებებს ასრულებდა“. კატასტროფის გარემოებებისა და მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.16 ივნისს დილით ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დილის თერთმეტიდან საღამოს ხუთ საათამდე სამხედრო წვრთნები იყო დაგეგმილი.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 16 ივნისს არ გაუვრცელებია ცნობა ხმელნიცკის ოლქში რაიმე აქტიური მოქმედებების შესახებ.განახლება: 17 ივნისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია ბომბდამშენის საბორტო თვითჩამწერის, ე.წ. შავი ყუთის მონაცემების გაშიფვრა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება ფრენის, ან მისთვის მომზადების წესების დარღვევას, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. დაღუპული მფრინავებიდან ერთი 55 წლის იყო, მეორე - 23-ის. სამსახურებრივი გამოძიებაა დაწყებული საჰაერო ძალების სარდლობასა და სამხედრო ნაწილში.
ასევე ნახეთ
რუსეთში ჩამოვარდა სტრატეგიული ბომბდამშენი
ასევე ნახეთ
8 დაღუპული - კალიფორნიაში ჩამოვარდა ამერიკული ბომბდამშენი B-52