← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს

8 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინა საკუთარი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისა და მისი რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მიიღებს.

“ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ Patriot-ები თავად აწარმოოთ. საკმაოდ მაგარია, არა?” - თქვა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს. “აწი ვეღარ იტყვით, რომ ჩვენ მათ საკმარისი რაოდენობით არ გაწვდით - თავად აწარმოებთ” - იხუმრა მან.

მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად სწრაფად შეძლებად უკრაინა ამ ახალი წარმოების დაწყებას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: “ვფიქრობ, მათ საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ მათი წარმოება”.

ცნობისთვის, ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილა.

← მთავარი