← მთავარი
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს.

თურქეთის ლიდერმა ფაშინიანს მთავრობის მესამედ ფორმირებაში წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა გამოხატა მისი სტრატეგიული ხედვის მიმართ, რომელიც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.

„ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენი პარტიის, სამოქალაქო შეთანხმების წარმატებას 2026 წლის 7 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში და გისურვებთ წარმატებებს მთავრობის მესამედ ფორმირებაში“, — ნათქვამია მილოცვაში.

„სრულად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი სტრატეგიული ხედვა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესახებ წარმატებით დასრულდება. გამოვიყენებ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო სომეხ ხალხს — პროგრესსა და ბედნიერებას“, — დასძინა ერდოღანმა.

← მთავარი