ტრამპი ირანს მუქარობს: „თუ სწრაფად არ მოქმედებ, მათგან არაფერი დარჩება”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ სწრაფი ქმედების გარეშე „მათგან არაფერი დარჩება”.
„ირანისთვის დრო იწურება. მათ ჯობია სწრაფად იმოქმედონ — თორემ მათგან არაფერი დარჩება”, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ეს განცხადება გაჟღერდა ვაშინგტონისა და თეირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შევლის ფონზე. 28 თებერვლიდან, აშშ-ისა და ისრაელის ძალების შეტევის შემდეგ, გაჩაღებულ ომში ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტა — სრუტე, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20 პროცენტი გადიოდა. ამან ენერგომატარებლების ფასი მთელ მსოფლიოში გააძვირა. ვაშინგტონმა ირანის ნავსადგურებს ბლოკადა გამოუცხადა.
8 აპრილს პაკისტანის შუამავლობით ზავი შედგა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია. ირანული მედიის ცნობით, ვაშინგტონი ბოლო პასუხში კონკრეტულ დათმობებზე არ წასულა. Fars-ის ინფორმაციით, ამერიკა ირანს ხუთ პუნქტს სთავაზობს: მათ შორის — მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტის შენარჩუნება და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის გადაცემა.